ჰოლიდეი ფაქტორის შესახებ

ჩვენი მოგზაურობა 2011 წელს დაიწყო, როცა საამიროებში პირველებმა შევქმენით უპრეცედენტოდ იაფი ტურისტული პაკეტები და ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები დავაწესეთ. წარმატებული სტარტი მომავალი წარმატებების საწინდარი გახდა და ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ ჩვენს შეთავაზებებს საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში.

შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ ჩვენი საგზურები, რომლებიც მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, ტრანსფერსა და სამოგზაურო დაზღვევას.

ყველასთვის ხელმისაწვდომი

ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი პაკეტები, რომელთა ტარიფებიც ბაზარზე ნამდვილად გამორჩეულია. ამასთან, დამატებითი სერვისების დახმარებით, ჩვენს მომხმარებლებს ვუქმნით მართლაც დაუვიწყარ მოგზაურობას. ჩვენი ფასები უბრალოდ იაფი კი არაა, ფაქტობრივად, საბაზრო ფასის ნახევარს წარმოადგენს.

ლიდერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ჩვენი კომპანიის ისტორია 2011 წელს დაიწყო - მაშინ, როცა საამიროების ტურისტულ ინდუსტრიაში ერთგვარი რევოლუცია მოვახდინეთ. მალევე გავხდით ლიდერი ტურ-ოპერატორი და მას შემდეგ კიდევ უფრო გავფართოვდით ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. უკვე ბევრი აღიარება და ჯილდო დაგვიგროვდა, მათ შორისაა 2018 წელს მიღებული Khaleej Times-ის "მზარდი ლიდერის ჯილდო".

ხარისხი და სერვისები

გერმანული გამოცდილება დაგვეხმარა, ახლო აღმოსავლეთში დაგვენერგა ევროპული სტანდარტები. ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებლებმა მიიღონ უზადო სერვისი და შთაბეჭდილებები - ისეთი, როგორიც მთელი ცხოვრება დაამახსოვრდებათ.

ჯილდოები და პარტნიორები

მზარდი ლიდერის ჯილდო, 2018 წელი

გაიგეთ მეტი

2018 წელს დუბაის წამყვანმა მედია სააგენტომ "Khaleej Times" გადმოგვცა პრესტიჟული ჯილდო ნომინაციაში "მზარდი ლიდერი მოგზაურობასა და ტურიზმში".

2019 წლის საუკეთესო ტურისტული კომპანია

გაიგეთ მეტი

საუკეთესო შემომყვანი ტურ-ოპერატორი, 2019 წელი

გაიგეთ მეტი