კონფიდენციალურობა

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია იღებს თქვენგან ან მესამე პირისგან, მუშავდება თქვენი თანხმობის საფუძველზე, ამ წესებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.

როგორ ამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჰოლიდეი ფაქტორი
როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ეს წესები ვრცელდება შპს „ჰოლიდეი ფექტორის“ (ს/კ 402080332, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. 37-39, თბილისი, საქართველო 0179: (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) დაცვის მექანიზმებზე, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომას, რომლითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. ეს უკანასკნელი მოიცავს კომპანიის მიერ თქვენდამი მომსახურების გაწევის დროს მიღებულ ინფორმაციას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის. პოლიტიკის მიზანს წარმოადგენს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას გამოყენებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ.

პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის პირობა
გპირდებით, რომ:
  • ვზრუნავთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არასათანადოდ;
  • მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
როგორ გიცავთ კანონი?

ისევე, როგორც პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის პირობა, აღნიშნული მონაცემები დაცულია საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“.

კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა ტიპის ინფორმაცია მუშავდება;
  • მონაცემების დამუშავების მიზანი;
  • მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი;
  • მონაცემების შეგროვების მეთოდები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემების გავრცელების მიზანი და საფუძველი.

თქვენ უფლება გაქვთ, მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან გაუქმება, თუ ის არასრული, არაზუსტია, მოძველებულია ან შეგროვდა და დამუშავდა კანონის საწინააღმდეგოდ. თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს თქვენი პერსონალური მონაცემების დაუყოვნებლივ წაშლაში. ასეთი ვალდებულებები შესაძლებელია წარმოიშვას საგადასახადო, მომხმარებელთა დაცვისა და სხვა კანონებიდან.

კომპანია ვალდებულია, მოთხოვნისთანავე მოგაწოდოთ მითითებული ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს უფლება გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები, თუ გვაქვს თქვენი თანხმობა ამის შესახებ, კონკრეტული სახელშეკრულებო და/ან სამართლებრივი საფუძველი.

კომპანიას უფლება აქვს დაამუშაოს თქვენი ინფორმაცია. თქვენი პერსონალური ინფორმაცია მუშავდება კონკრეტული მიზნით, რაც გულისხმობს ბიზნეს და/ან კომერციულ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც კი, კომპანიის მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების წინააღმდეგ.

როდესაც თქვენ უკვეთავთ პროდუქტებს ან სერვისებს, შესაძლებელია, ასევე მოგთხოვოთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, უსაფრთხოების კოდი ან სხვა ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის უსაფრთხოების სერვერზე. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს წვდომა თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციაზე (გარდა პირველი ექვსი და ბოლო ოთხი ციფრისა, რომელიც განსაზღვრავს ბარათის ტიპსა და ვადის გასვლის თარიღს). იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვაწოდებთ საჭირო ინფორმაციას, თქვენ ვერ შეძლებთ შესაბამის აქტივობებში მონაწილეობას.

რეგისტრაციის ფორმაში „ვეთანხმები ხელშეკრულების პირობებს“ დადასტურებით, თქვენ ასევე ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მზად ხარ საოცნებო მოგზაურობისთვის?

აღმოაჩინე დუბაი წამყვან ტურ-ოპერატორთან ერთად