ჩვენ თანახმა ვართ მივიღოთ ჯავშანი შემდეგი პირობებით
ხელშეკრულება და ჯავშანი
"მომხმარებელი" არის ყველა ის პირი რომელიც წერია ჯავშნის ფურცელზე და გეგმავს მოგზაურობას ჩვენთან. "პროდუქტი" წარმოადგენს შპს "ჰოლიდეი ფექტორის" მიერ გაყიდულ ნებისმიერი სახის მომსახურებას. მომხმარებლის მიერ წაკითხულად და გააზრებულად მიიჩნევა ჯავშნის ყველა პირობა. ჯავშნის დასადასტურებლად "მომხმარებელი" ვალდებულია გადახდილი ქონდეს მომსახურების ყველა გადასახადი. მომხმარებელსა და შპს "ჰოლიდეი ფექტორს" შორის ხელშეკრულება ძალაში შედის ჯავშნის წერილობითი დასტურის მიღების შემდეგ. დაჯავშნის ფორმაზე (რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს) ხელმომწერი პირი ადასტურებს რომ ჯავშნის ფურცელზე არსებული ყველა პირი ინფორმირებულია და ეთანხმება წესებსა და პირობებს. ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პუნქტი შეესაბამება საქარტველოს კანონმდებლობას და და ყველა სხვა პირობა, რომელიც არაა მოცემული "წესებსა და პირობებში" რეგულირდება საქართველოში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით. უთანხმოების შემთხვევაში, შპს "ჰოლიდეი ფექტორი" და მომხმარებელი იღებენ ვალდებულებას მოაგვარონ დავა ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება სასამართლოში. შპს "ჰოლიდეი ფექტორის" არცერთ თანამშრომელს ან წარმომადგენელს არ აქვს უფლება შეცვალოა, უარი თქვას რომელიმე წინამდებარე პირობა ან აიღოს რაიმე სახის პასუხისმგებლობა შპს "ჰოლიდეი ფექტორის" სახელით. გამონაკლისს წარმოადგენს შპს "ჰოლიდეი ფექტორის" აღმასრულებელი დირექტორის მიერ ცვლილებასთან დაკავშირებული წერილობითი განკარგულებები. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას არ დაადასტუროს მიღებული ჯავშანი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. შპს "ჰოლიდეი ფექტორის" მომსახურების მიღების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია დაეთანხმოს "წესებსა და პირობებს“.
სახელის ცვლილების პირობები
დაჯავშნის დროს თქვენ უნდა სრულად და ზუსტად მიუთითოთ თქვენი საპასპორტო მონაცემები (სახელი და გვარი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავიაკომპანიების წესებიდან გამომდინარე შეძენილ ბილეთში არ ხდება სახელისა და გვარის ცვლილება. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი არასწორი მონაცემების შეყვანით გამოწვეულ ნებისმიერ დამატებით ხარჯზე.
გადახდა და საფასო პოლიტიკა
ტურის ღირებულება განისაზღვრება თითოეული პაკეტის მიხედვით. ყველა პაკეტი შეიცავს ტურის დეტალურ აღწერას. მომხმარებელი ვალდებულია პაკეტის დაჯავშნამდე გაეცნოს ტურის აღწერილობას. თქვენი ჯავშნის მოთხოვნა დადასტურდება ტურის ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, რის საფუძველზეც გამოგეგზავნებათ დასტურის წერილი. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჯავშნის პროცესში, თქვენს მიერ გაწეული ყველა ძალისხმევის მიუხედავად საგზური არ ჩაითვლება დადასტურებულად სანამ არ მიიღებთ ოფიციალურ წერილობით დასტურს თქვენს მიერ მითითებულ მეილზე, ხოლო შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში ჯავშანში შეიტანოს ცვლილებები. ჯავშნის დადასტურებამდე, შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას შეცვალოს პროდუქტის ფასი, რაც გამოწვეულია და აღემატება მის კონპეტენციას. ასეთ გარემოებებს წარმოადგენს: მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებული ცვლილებები, ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები (რეგულარული ავიაბილეთის ჩათვლით), საწვავის ხარჯები, ცვლილებები ნებისმიერ გადასახადში, ცვლილებები მომსახურებაზე დაწესებულ გადასახადებში (მათ შორის აეროპორტის მოსაკრებლები) და სასტუმროს ტარიფის/ხელმისაწვდომობის კორექტირება. გამოცხადებული ფასები ასევე ექვემდებარება სეზონურ და ვალუტის კურსის ცვლილებებს. გადახდა შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, Visa ან MasterCard-ის მეშვეობით.
საიტზე მითითებული ფასი წამოადგენს ერთი ადამიანის საფასურს 2 ადგილიან ოთახში. ერთ ადგილიან ოთახში ცხოვრების დამატებითი საფასური მითითებულია თითოეული სასტუმროს აღწერაში.
2 წლამდე (24 თვე) ჩვილის ტურისტული პაკეტის ღირებულება შეადგენს 250 ლარს.
2 წელზე უფროსს ბავშვზე მოქმედებს ზრდასრულის ტარიფი.
ტურისტული მოსაკრებელი დირჰამში
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დუბაის სასტუმროები და კურორტები ექვემდებარებიან საემიროების მთავრობის საბჭოს 2014 წლის No2 დადგენილებას - "ტურისტული მოსაკრებელი დირჰამში" რომელიც ძალაშია 2014 წლის 31 მარტიდან.
"ტურისტული მოსაკრებელი დირჰამში" არ შედის ტურის ღირებულებაში და მისი გადახდა ხდება ადგილზე სასტუმროში, ჩექაუთის დროს. აღნიშნული მოსაკრებელის ტარიფი განისაზღვრება ერთ ადამიანზე ღამეში 10 დირჰამის ოდენობით.
გაუქმების და თანხის დაბრუნების პროცესი
გაუქმების მოთხოვნა:
გაუქმებისთვის აუცილებელია მთავარმა მგზავრმა აცნობოს Holiday Factory-ს ელექტრონული ფოსტით Info.Georgia@holiday-factory.com. მიუთითეთ თქვენი ჯავშნის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.
თანხის დაბრუნების დაანგარიშება:
გაუქმების მოთხოვნის მიღების შემდეგ, ჩვენ გამოვთვლით დასაბრუნებელ თანხას. დაანგარიშების დროს მოხდება საჯარიმო და მასთან დაკავშირებული თანხების გამოქვითვა
თანხის დაბრუნება და შეტყობინება:
საჯარიმო და მასთან დაკავშირებული თანხების გამოქვითვის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, დარჩენილი თანხა გადაიქცევა "ვაუჩერად" მომავალი შესყიდვებისთვის. თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით, რომელიც დაადასტურებს ამ ვაუჩერის გაცემას. ფულადი თანხის დაბრუნება არ არის გათვალისწინებული.
დაბრუნებული თანხის ვაუჩერის გამოყენება:
დაბრუნებული თანხის ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია Holiday Factory-ის ნებისმიერი სერვისის შესაძენად სამომავლოდ. ამ ვაუჩერით სარგებლობისთვის დაუკავშირდით ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების გუნდს, რომელიც დაგეხმარებათ დაჯავშნის პროცესში.
ვადის გასვლა:
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაბრუნებული თანხის ვაუჩერს შეიძლება ჰქონდეს ვადა 2 წელი ან მეტი წელი. დარწმუნდით, რომ მიიღეთ ინფორმაცია თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე თქვენი ვაუჩერის ვადის გასვლის თარიღის შესახებ.
გამონაკლისები:
არაანაზღაურებადი ნივთები/მომსახურებები: ნებისმიერი პაკეტი ნაწილობრივ გამოყენებული სერვისებით არ ექვემდებარება გაუქმებას და თანხის დაბრუნებას.
გაუქმების საფასური მითითებულია ქვემოთ:
1. გამოუყენებელი ვაუჩერები
გამოუყენებელი ვაუჩერები, (სადაც მოგზაურობის თარიღები არ არის არჩეული მომხმარებლის მიერ და არ არის დადასტურებული შპს Holiday Factory-ის მიერ) შეიძლება გაუქმდეს მათი მოქმედების ვადის განმავლობაში. თითო ვაუჩერის გაუქმების საკომისიო განისაზღვრება 100 ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ალტერნატიული თანხა იყო მითითებული შესყიდვის დროს.
ვადაგასული ვაუჩერების გამოყენება ან უკან დაბრუნება არ ხდება. ვადის გასვლის თარიღი განსაზღვრულია ვაუჩერში, როგორც მოგზაურობის მოქმედების თარიღი.
2. დადასტურებული ჯავშნები
ჯავშანი დადასტურებულად იტვლება იმ შემტვევაში, როდესაც კლიენტს გაეგზავნა სამგზავრო დოკუმენტები, ან მომხმარებელმა მოითხოვა Holiday Factory-ს სამგზავრო დოკუმენტების გაცემა კონკრეტული მოგზაურობის თარიღებისთვის.
დადასტურებული ჯავშნების გაუქმების საფასური გამოითვლება ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
მინიმალური გაუქმების საფასური ყველა პაკეტისთვის განისაზღვრება 375 ლარით ერთ ადამიანზე (არ ვრცელდება ახალშობილებზე).
გაუქმების მოთხოვნა მიღებულია გამგზავრებამდე | 30 დღით ადრე | 30-10 დღის შუალედში | 9-3 დღის შუალედში | 72-8 საათის შუალედში |
ყველა პაკეტი | პაკეტის საფასურის 30% | პაკეტის საფასურის 50% | პაკეტის საფასურის 70% | პაკეტის საფასურის 95% |
გამონაკლისები ჩამოთვლილია ქვემოთ: | ||||
პაკეტები ვიზეარის ავიახაზებით | 70% | 70% | 70% | 95% |
საჯარო უქმეები და ფიქსირებული სამოგზაურო პაკეტები
ყველა საჯარო უქმეები და ფიქსირებული სამოგზაურო პაკეტების შეთავაზება ექვემდებარება გაუქმების პოლიტიკას. თუ გაუქმების მოთხოვნა მიიღება დაგეგმილ მოგზაურობის თარიღამდე 2 დღით ადრე, გაუქმების ჯარიმა იქნება პაკეტის ფასის 90%. დაგეგმილ გამგზავრებამდე 2 დღით ადრე მიღებულ გაუქმების მოთხოვნებისთვის, მოქმედებს პაკეტის ფასის 100%-იანი გაუქმების ჯარიმა, რაც მას უკან არ დაუბრუნდება.
იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს კონკრეტული ტუროპერატორის ტარიფი Holiday Factory-ის მიერ სერვისის შეძენის შემდეგ, კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს ჯავშანი და დაუბრუნოს მომხმარებელს სრული გადახდილი პაკეტის საფასი კლიენტისთვის ჯარიმის გადახდის გარეშე.
შესწორებები/ცვლილებები
ჯავშნის დასტური ნიშნავს, რომ შპს "ჰოლიდეი ფექტორისა" და მომხმარებელს შორის ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება. ჯავშნის დასტურის შემდეგ, ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინება უნდა გაიცეს და დადასტურდეს იმ მგზავრის მიერ, რომელმაც განახორციელა ჯავშანი გამგზავრებამდე არაუგვიანეს 72 საათით ადრე და ექვემდებარება ჯარიმას: 185 ლარი ერთ ადამიანზე. მომხმარებლის მოთხოვნილი ცვლილებების აღსრულება არ არის გარანტირებული.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ან მისი თანმხლები რომელიმე პირი ვერ ახერხებს გამგზავრებას მომხმარებლის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების, ტრავმის ან სერიოზული ავადმყოფობის, თანამდებობიდან გათავისუფლების ან ნაფიც მსაჯულთა ფუნქციის შესრულების გამო, შესაძლებელია მოხდეს სახელის ცვლილება, თარიღის ცვლილება, ან შესყიდული ტურისტული პაკეტის გადაცვლა მსგავს ან უკეთესი ხარისხის ტურისტულ პაკეტში შპს "ჰოლიდეი ფექტორის" მიერ წერილობითი დასტურის საფუძველზე. მომხმარებლისათვის ასანაზღაურებელი თანხა დაითვლება დადგენილი პირობების თანახმად და განსაკუთრებული გარემოებების მტკიცებულებების გათვალისწინებით. მომხმარებელს არ დაუბრუნდება ტურის შეძენისას გადახდილი საბანკო მოსაკრებელი. სასტუმროს ჯავშნის დადასტურების შემდეგ შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას შეცვალოს აღნიშნული სასტუმრო იმავე კატეგორიის სხვა სასტუმროთი, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილებად. სასტუმროები იტოვებენ უფლებას შეწყვიტონ სტუმართა მიღება ტექნიკური მიზეზების გამო წინასწარი შეტყობინების გარეშე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ აცნობიერებს აღნიშნულ რისკს და არ აქვს შეკითხვები. იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია ტურის შეძენის შემდეგ მოახდენს ფასის ცვლილებას ტურ-ოპერატორთან, შპს ჰოლიდეი ფექტორი” უფლებამოსილია ჯარიმის გარეშე გააუქმოს აღნიშნული ჯავშანი და მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი პაკეტის სრული საფასური.
შპს "ჰოლიდეი ფექტორი" ვალდებულია, გამგზავრებამდე მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ხელშეკრულებაში არსებითი პირობების ცვლილების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს მომხმარებელს.
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ შეთავაზებული ყველა ტურისტული პროდუქტის კეთილსინდისიერად შესრულებაზე. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას შეცვალოს მის ვებგვერდსა და პუბლიკაციებში გამოქვეყნებული ნებისმიერი მომსახურება და სერვისი შესაბამისი ღირებულების ალტერნატიული პროდუქტით კომპენსაციის გარეშე და არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მხრიდან ამ კუთხით გამოთქმულ შესაძლო უკმაყოფილებაზე. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას შეცვალოს შერჩეული სასტუმრო იმავე კატეგორიის სხვა სასტუმროთი რაიმე საგანგებო გარემოების პირობებში და არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილებად.
პაკეტის ღირებულება მოიცავს / არ მოიცავს
ნებისმიერი დაჯავშნილი საგზურის ღირებულება მოიცავს მხოლოდ მითითებულ სერვისებს. ღირებულება არ მოიცავს პირადი მოხმარების ნივთებს, მათ შორის პერსონალურ დაზღვევას (სამოგზაურო დაზღვევა შესულია ტურის ღირებულებაში), ტრანსფერს გამგზავრების აეროპორტამდე, გამაგრილებელი სასმელებს, სატელეფონო ზარებს, სამრეცხაო მომსახურებას, საჩუქრებს, კვებასა და სასმელებს, საპასპორტო და სავიზის მოსაკრებელს, კონსიერჟის მომსახურებას და სხვა ნებისმიერ გადასახადს რაზეც მხოლოდ მომხმარებელია პასუხისმგებელი. სასტუმროში შესვლა/გასვლის დრო ფიქსირებულია და არ მოიცავს ადრეულ/გვიან ჩასვლა/გასვლის მომსახურებას, თუ ის მომხმარებლის მხირდან წინასწარ არ იქნება გადახდილი.
საწვავის გადასახადი
იმ შემთხვევაში, თუ სამოგზაურო პაკეტი მოიცავს საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებას და ავია კომპანია, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ რეისებს, გაზარდა საწვავის საფასური შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას მომხმარებელს მოსთხოვოს საწვავის დამატებითი გადასახადი. საწვავის დანამატის ოდენობას მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური გამოცხადდება სამოგზაურო პაკეტის შეძენის შემდეგ.
სამოგზაურო დაზღვევა
მოგზაურობის დროს ჩვენი მომხმარებლების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. შპს „ჰოლიდეი ფექტორი“ ყველა მომხმარებელს უზრუნველყოფს უფასო სამოგზაურო დაზღვევით. სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგი“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი ითვალისწინებს დაზღვეულისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი/გადაუდებელი ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული ფინანსური ხარჯების ანაზღაურებას სამოგზაურო პერიოდში. ჩვენი სამოგზაურო დაზღვევის პოლისს მხარს უჭერს “Euro-Center Prague”, წამყვანი ჩეხური საერთაშორისო დამხმარე კომპანია, რომელიც იძლევა ხარისხის მომსახურების უპირობო გარანტიას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დაუყოვნებლივ დარეკეთ ჯიპიაი-ს ცხელ ხაზზე: (+995 32) 2 505 111 ან ასისტანში: არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან: “Euro-Center Prague”, ტელეფონი: (+420) 221 860 615;
შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას შეცვალოს სადაზღვევო კომპანია ნებისმიერ დროს შეთავაზებული დაფარვის ცვლილების გარეშე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 65 წელზე უფროსი ასაკის დაზღვეულებს აუნაზღაურდებათ მთლიანი ხარჯების ნახევარი;
"ჰოლიდეი ფექტორის" პროდუქტი არ შეიცავს ექსტრემალურ აქტივობებს. ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ ყველა მომხმარებელს, მოგზაურობის დროს მოერიდონ ისეთ ქმედებებს, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ასეთ შემთხვევაში შპს "ჰოლიდეი ფექტორი" მთლიანად იხსნის პასუხისმგებლობას პირის ნებისმიერ დაზიანებაზე. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" უზრუნველყოფს შეთავაზებული სტნდარტული პროდუქტის მიწოდებას მომხმარებლამდე და არ არის პასუხისმგებელი და არ არის პასუხისმგებელი დამატებით სერვისებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სხვა დამატებითი სამოგზაურო დაზღვევა, რაზეც შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იხსნის პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი მიმართავს მხოლოდ მზღვეველებს.
ტურისტული პაკეტების გადაყიდვა.
ჰოლიდეი ფაქტორი ახორციელებს საკუთარი ტურისტული პაკეტების პირდაპირ გაყიდვას საბოლოო მომხმარებელზე. მესამე პირის მიერ ჩვენი ტურისტული პაკეტის გადაყიდვა აკრძალულია. მსგავს შემთხვევაში, ყველა ჯავშანი დაუყოვნებლივ გაუქმდება და დაექვემდებარება ჯარიმას, რომელსაც განსაზღვრავს ჰოლიდეი ფაქტორი.
შპს "ჰოლიდეი ფექტორის" პასუხისმგებლობა
"ჰოლიდეი ფექტორი" ეწევა ტურ-ოპერატორულ საქმიანობას და შესაბამისად არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის დანაკარგზე, დაზიანებაზე, უბედურ შემთხვევაზე, დაგვიანებასა ან სხვა სახის დარღვევაზე. შპს "ჰოლიდეი ფექტორის" პროდუქტები და განსაკუთრებით სათავგადასავლო აქტივობები შეიცავს მომხმარებლის პირადი უსაფრთხოებისთვის სარისკო ელემენტს, რომელიც შესაძლებელია არ იყოს შესული სხვა პაკეტურ პაკეტებში. ამ ჯავშნის პირობებზე თანხმობით, მომხმარებლები აცნობიერებენ მათ მიერ შერჩეულ მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებს, ასევე მომხმარებელბი იღებენ პასუხისმგებლობას ასეთ რისკებზე საკუთარი სურვილით. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე, თუ შპს "ჰოლიდეი ფაქტორმა" შეასრულა თავისი მოვალეობა შესაბამისი სტანდარტის მომსახურების მიწოდებით. შპს "ჰოლიდეი ფექტორის" არ აქვს პირდაპირი კონტროლი შესაბამისი მომწოდებლების მიერ სერვისების/მომსახურებების მიწოდებაზე და, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მათ მიერ დაშვებულ შესაძლო ხარვეზებსა თუ უმოქმედობებზე. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი, თუ შპს "ჰოლიდეი ფექტორის " ან მისი მომწოდებლების მხრიდან არ იკვეთება ბრალეულობა და მოთხოვნილი ზარალის მიზეზად მიიჩნევა მომხმრაბელის ბრალეულობა ან შპს "ჰოლიდეი ფექტორის" კონტროლს მიღმა არსებული უჩვეულო გარემოებები და ფორს მაჟორი, რომლის შედეგების თავიდან აცილებაც სიფრთხილის მიუხედავადაც კი ვერ მოხერხდა. რაც შეეხება საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტირებას და ასევე განთავსების უზრუნველყოფას, შპს "ჰოლიდეი ფექტორის" პასუხისმგებლობა ამ შემთხვევებში შეზღუდული იქნება შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი წესით. შპს "ჰოლიდეი ფექტორის" არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ დამკვეთს დაეკისრება დამატებითი ხარჯები დაგვიანებით, უბედური შემთხვევის ან პროდუქტი(ებ)ის დაზიანების გამო, შპს "ჰოლიდეი ფექტორისგან" დამოუკიდებელი ფორსმაჟორის შედეგად.
რეისის დაგვიანება/გადადება
"ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი მგზავრობის შეფერხებაზე ან ნებისმიერ სასტუმროში/კურორტში მოგზაურობის დროს, რომელიც გამოწვეულია ავიაკომპანიის ტექნიკური პრობლემებით, გაფიცვებით, ამინდის პირობებით ან ჩვენგან დამოუკდებელი სხვა გარემოებებით. მსგავს გაუთვალისწინებელ შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი, იქნება ანაზღაურებული მგზავრების მიერ.
მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტაცია
მომხმარებლები ვალდებულნი არიან თან იქონიონ მოქმედი პასპორტი, ვიზის ნებართვა (საჭიროებისამებრ), ყველა საჭირო სამგზავრო დოკუმენტი, ვაქცინაცია, პრევენციული მედიკამენტები და მოგზაურობისთვის აუცილებელი სხვა სამედიცინო მოწმობები. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც გამოწვეულია წესებისა და კანონების ცვლილებებით სამგზავრო დოკუმენტების აუცილებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაციას შპს "ჰოლიდეი ფექტორი" იძლევა კეთილსინდისიერად, მაგრამ ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. მნიშვნელოვანია მიღებისთანავე შეამოწმოთ თქვენი სამგზავრო დოკუმენტების ყველა დეტალის სისწორე. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ შპს "ჰოლიდეი ფექტორის“.
პასპორტები და ვიზები
კლიენტის პასუხისმგებლობაა ჰონდეს მოქმედი პასპორტი და სამოგზაურო ქვეყანაში შესვლის ნებართვა (ვიზა) შპს "ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის შედეგებზე, რომელიც გამომდინარეობს მომხმარებლის მიერ ასეთი მოთხოვნის შეუსრულებლობით.
საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოგზაურობისთვის აუცილებელ პირობაა, პასპორტის მოქმედების ვადა შეადგენდეს მოგზაურობის დასრულების თარიღიდან 6 თვეს.
მომხმარებლების პასუხისმგებლობაა სათანადო სამგზავრო დოკუმენტების ქონა. (დარწმუნდით, რომ ყველა სამგზავრო დოკუმენტი მოქმედი და სრულია, ასევე გამგზავრებამდე შეამოწმეთ ქვეყანაში შესვლის მოთხოვნები).
ჯანმრთელობის რეგლამენტი
ყველა მომხმარებელს მოთეხოვება ტურის დაჯავშნამდე გაეცნოს არჩეული ტურის მარშრუტს და დარწმუნდეს რომ შეუძლია მისი გავლა ჯანმრთელობიდან და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც აქვს წინასწარ არსებული სამედიცინო ჩვენება ან დაავადება, ვალდებულია განაცხადოს ასეთი მდგომრარეობების შესაებ დაჯავშნის დროს და მიიღოს ზომები, რათა მოახდინოს ნებისმიერი მედიკამენტით ან სხვა მკურნალობით უზრუნველყოფა მოგზაურობისას. ასეთი მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს ფართო პროფილის ექიმის სამედიცინო ცნობა მისი მოგზაურობისთვის შესაბამისობის დადასტურების მიზნით. ასეთი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა წარმოადგენს ამ ჯავშნის პირობების დარღვევას და ათავისუფლებს შპს "ჰოლიდეი ფექტორის" ყოველგვარი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებისგან.
კოვიდ -19-თან დაკავშირებული რეგულაციები 2022 წლის 19 მაისის მდგომარეობით
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოგზაურ ვაქცინირებულ ტურისტებს არ მოეთხოვებათ COVID-19 RT-PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა გამგზავრებისას აეროპორტში. თუმცა არავაქცინირბული პირები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ მოქმედი უარყოფითი RT-PCR ტესტი გამგზავრებამდე, რომელიც გაკეთებული უნდა იყოს გამგზავრებამდე 48 საათის განმავლობაში, ან კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელების მოწმობა (QR კოდის შემცველი), რომელიც გაცემულია მოგზაურობამდე 30 დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში.
მეტი ინფორმაციისა და სიახლეების სანახავად ეწვიეთ ბმულს https://u.ae/en/information-and-services/justice-safety-and-the-law/handling-the-covid-19-outbreak/travelling-amid-covid-19/travelling-to-the-uae#:~:text=On%20the%20other%20hand%2C%20you,required%20at%20your%20final%20destination
მომხმარებელთა შეზღუდვა და ადგილობრივი კანონმდებლობა
მომხმარებელი ეთანხმება შპს "ჰოლიდეი ფექტორის“, მისი პარტნიორებისა და წარმომადგენლების გადაწყვეტილებებს ტურის განმავლობაში. თუ, მათი აზრით მომხმარებლის ჯანმრთელობამ ან ქცევამ გამგზავრებამდე ან მის შემდეგ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ტურის უსაფრთხო, კომფორტულ ან წარმატებულ შესრულებას, მომხმარებელს შესაძლებელია უარი ეთქვას ტურში მონაწილეობის მიღებაზე სრულიად ან ნაწილობრივ წინასწარი შეტყობინების გარეშე ან შპს "ჰოლიდეი ფექტორის " მხრიდან რაიმე პასუხისმგებლობის გარეშე. მომხმარებლის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, შპს "ჰოლიდეი ფექტორი" უფლებამოსილია მიიღოს ზომები საკუთარი შეხედულებისამებრ და აანაზღაურებინოს მომხმარებელს შესაბამისი ხარჯები. მგზავრები თანხმდებიან დაიცვან იმ ქვეყნების კანონები და რეგულაციები, სადაც ისინი მიემგზავრებიან. შპს "ჰოლიდეი ფექტორი" არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლებზე, რომელთაც ჩაიდინეს უკანონო ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებები ტურის განმავლობაში.
ფორს მაჟორი და განსაკუთრებული შემთხვევები
"ჰოლიდეი ფექტორი" იტოვებს უფლებას გააუქმოს დადასტურებული ჯავშანი ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა "ჰოლიდეი ფექტორი" არ გააუქმებს გამგზავრების გარანტირებულ ჯავშანს, გარდა ფორს-მაჟორის განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა ომი, ომის საფრთხე, ბუნტი, სამოქალაქო არეულობა, სამრეწველო დავა, ტერორისტული აქტი, ბუნებრივი ან ბირთვული კატასტროფა, ხანძარი, პანდემია, ეპიდემია, არასასურველი ამინდის პირობები, ფრენის გაუქმება ან ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც აღემატება "ჰოლიდეი ფექტორის" კონტროლს. იმ შემთხვევაში როდესაც შპს "ჰოლიდეი ფექტორი" ვერ უზრუნველყოფს ტურს იმავე ფასად ფორს მაჟორის პირობებში ჰოლიდეი ჰაქტორი იძულებულია გააუქმოს ან სხვაგვარად შეცვალოს ტური კომპენსაციის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გამოაცხადებს პანდემიას ან საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას, ან საქართველოს მთავრობა აცხადებს ეპიდემიას ან პანდემიას ან საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები რეკომენდაციას იძლევიან მოგზაურობის თავიდან არიდების შესახებ, ასეთ შემთხვევაში მსგავსი მოვლენა მიჩნეულია "ჰოლიდეი ფექტორისგან" დამოუკიდებელ მიზეზად.
ფორსმაჟორის დროს ან მისი გამოისობით გამოწვეული მომხმრებლისათვის ასანაზღაურებელი თანხა იქნება დამუშავებული შპს "ჰოლიდეი ფექტორის" მიერ 12 თვის განმავლობაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომწოდებელი (ავიაკომპანია, სასტუმრო და ა.შ.) აუნაზღაურებს კომპენსაციას "ჰოლიდეი ფექტორის“. თუ მიმწოდებელი (სასტუმრო ავიახაზები და სხვა) გამოცხადდება გაკოტრებულად ან გადახდისუუნაროდ, მაშინ ამ მომსახურების თანხა მომხმარებელს არ უბრუნდება.
ხელშეკრულების შეწყვეტა (წესები და პირობები)
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება (წესები და პირობები). შეწყვეტა ხორციელდება ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე წერილის გაგზავნით, სადაც მომხმარებელი ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას. შეწყვეტის შემდეგ მომხმარებელი ვეღარ ისარგებლებს შპს "ჰოლიდეი ფექტორის" მომსახურებით.
ცვლილებები წესებსა და პირობებში
ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება (წესები და პირობები) ძალაში შედის შპს "ჰოლიდეი ფექტორის" ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში.
დაგვიკავშირდით
მის: კოსტავას ქ. 37/39, გრატოს ბიზნეს ცენტრი
+995 32 2 224949