რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

6 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ ჰოლიდეი ფაქტორი

როცა საქმე ეხება ჰოლიდეი ფაქტორის მომსახურებას, ისმის კითხვა როდის და არა რატომ. მოგზაურობა ჩვენი შეთავაზებების გაცნობის წამიდან იწყება. ახლა კი მოგიყვებით თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად.

#1

ნომერ პირველი ტურ-ოპერატორი

ჰოლიდეი ფაქტორი 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ ქმნის დაუვიწყარ სამოგზაურო პაკეტებს. ეფექტური სტარტის შემდეგ, ჰოლიდეი ფაქტორი მალევე გახდა ტურისტული ბიზნესის ლიდერი. გერმანული გამოცდილებით, ჩვენ ახლო აღმოსავლეთის ტურისტულ ინდუსტრიაში ევროპული სტანდარტები დავნერგეთ.

#2

საუკეთესო შეთავაზება

პარტნიორებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შემოგთავაზოთ გარანტირებულად დაბალი ფასები როგორც ავიაბილეთებზე, ასევე განთავსებაზე, ტრანსფერებზე, დაზღვევაზე, გიდებსა თუ სხვა სერვისზე. მარტივად რომ ვთქვათ, ჰოლიდეი ფაქტორიზე უკეთესი შეთავაზება უბრალოდ არ არსებობს.

#3

შერჩეული სასტუმროები

კომფორტული, სუფთა და მეგობრული გარემო მოგზაურობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენ საგულდაგულოდ შევარჩიეთ თითოეული სასტუმრო, რომელიც აკმაყოფილებს ჩვენ მაღალ სტანდარტებს და გთავაზობთ საუკეთესო პირობებს, ხარისხსა თუ ლოკაციას.

#4

პროფესიონალი გიდები

ჰოლიდეი ფაქტორის წარმომადგენლები მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე დაგეხმარებიან, რათა შეიქმნა დაუვიწყარი დასვენება და მოგონებები.

#5

უდარდელი დასვენება

თქვენს სურვილებზე მორგებული სერვისი და იდეალურად დაგეგმილი მოგზაურობა - ეს ისაა, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით. თქვენ უბრალოდ დაისვენეთ, დეტალები კი ჩვენ მოგვანდეთ. დაელოდეთ დაუვიწყარი თავგადასავლის დაწყებას და გახსოვდეთ, რომ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალთა ხელშია.

#6

დაუვიწყარი თავგადასავალი

ჩვენთან ერთად შექმნილი პატარა თუ დიდი თავგადასავლები მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება ბედნიერ მოგონებად. ჩვენ გიქმნით გამორჩეულ გამოცდილებას და, გარდა ღირშესანიშნაობებისა, გაგაცნობთ ჩვენს ხალხსა და მათ ცხოვრებასაც. თავადაც მოგზაურები ვართ, ამიტომ კარგად გვესმის, რას ნიშნავს, როცა ქვეყანას არამარტო გაიცნობ, არამედ შეიგრძნობ კიდეც.